• September

    15

    2025
  • 70
  • 0
ირაკლი კობახიძე – ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, რათა გარე და გაუმჭვირვალე დაფინანსებით, არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა

ირაკლი კობახიძე – ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, რათა გარე და გაუმჭვირვალე დაფინანსებით, არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა

ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, რათა გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალიზმის გაღვივების ყველა მცდელობა დაკავშირებულია უცხოურ სპეცსამსახურებთან, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

„ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით იმისათვის, რომ ჩვენ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა. თქვენ ხედავთ, ადამიანებს უმახინჯნებენ სულს, ადამიანებს უმახინჯებენ სახეს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. უცხოური სპეცსამსახურები არიან დაკავებული საქართველოში ადამიანების სხვა მიმართულებით, არასწორი მიმართულებით განვითარებით. თქვენ ნახეთ ქართველი ლიბერალები და შეგიძლიათ, შეადაროთ ისინი, მაგალითად, ამერიკელ ლიბერალებს, ზუსტად ერთი და იგივე სახეები არიან, ზუსტად ერთი და იგივე ნიშნით გამოირჩევიან ისინი, რომ მათ ჯიში აქვთ დაკარგული. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ყველანაირად უნდა აღვუდგეთ წინ ფსევდოლიბერალიზმის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor