• October

    30

    2026
  • 31
  • 0
ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოსთან მიმართებით ჯო უილსონი ისეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც ბუნებრივად იწვევდა ეჭვს, რომ ამის უკან არაკეთილსინდისიერი ინტერესი იდგა

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოსთან მიმართებით ჯო უილსონი ისეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც ბუნებრივად იწვევდა ეჭვს, რომ ამის უკან არაკეთილსინდისიერი ინტერესი იდგა

საქართველოსთან მიმართებით ჯო უილსონი ისეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც ბუნებრივად იწვევდა ეჭვს, რომ ამის უკან არაკეთილსინდისიერი ინტერესი იდგა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, კორუფცია საერთაშორისო ინსტიტუტებში საკმაოდ ფესვგადგმული მოვლენაა.

„ვისმენთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მასშტაბის კორუფციული სკანდალია. ბოლო პერიოდში, რამდენიმე კონგრესმენიც იყო პასუხისმგებლობაში მიცემული და მათ კონგრესის დატოვება მოუწიათ. ალბათ, ამ საკითხს ამერიკის სამართალდამცავი სტრუქტურები მიხედავენ, მაგრამ ჯო უილსონის მაგალითზე ჩვენი გამოცდილება ბევრ რამეს კარგად გვაჩვენებს. ამ ადამიანს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ისეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც ბუნებრივად ეჭვს იწვევდა, რომ ამის უკან არაკეთილსინდისიერი ინტერესი იდგა.

საბოლოო ჯამში, „ფარას“ შესაბამისად ვიხილეთ, რომ ამ განცხადებებში ჯო უილსონი შესაბამის გასამრჯელოს იღებდა. აქ ჩვენთვის გასაკვირი არაფერი არ არის. სამწუხაროდ, კორუფცია საერთაშორისო ინსტიტუტებში საკმაოდ ფესვგადგმული მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ProPublica-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FBI იძიებდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, რომლის ფიგურანტები იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენები ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor