• November

    30

    2026
  • 30
  • 0
ირაკლი ჯანყარაშვილის ფსიქოტროპული პრეპარატების ჩრდილი – პოლიტიკური მფარველობის ვერსია ?!

ირაკლი ჯანყარაშვილის ფსიქოტროპული პრეპარატების ჩრდილი – პოლიტიკური მფარველობის ვერსია ?!

რას გვიყვება გავრცელებული ფარული მიმოწერა და რატომ არის საინტერესო მამუკა მდინარაძის ,,მჯღაპვნელის” ძველი „სუიციდური“ განცხადებები, მას მერე, როცა ამ, როგორც მას ჩვენი წყარო მოიხსენიებს – ავადმყოფმა ,,პეტუხმა” სასამართლოში სარჩელი შეიტანა ,,GEO NEWS”-ის წინააღმდეგ ?

ოზურგეთში რეგისტრირებული და ქობულეთში დე ფაქტო მცხოვრები ირაკლი ჯანყარაშვილი ჩვენი სიღრმისეული შესწავლის ობიექტი მას მერე გახდა, რაც ჩვენს დამფუძნებელზე ქეთი ხომერიკზე უკადრებელი იკადრა, ანუ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია დამახინჯებული ფორმით გაავრცელა, რითაც ღირსება და პატივი შეულახა. 

მცირედი პრევიუ იმისა, რაც ჯანყარაშვილს სასამართლო დარბაზში ელოდება ანუ ყოველი სხდომა დახუნძლული იქნება ამ ,,მჯღაპვნელის” მამხილებელი, გადამოწმებული და კომპეტენტური ინფორმაციით მისი სხვადასხვა უმსგავსობის შესახებ.

ჩვენი კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული მიმოწერა, რომელიც შეიცავს ჯანყარაშვილის ბიოგრაფიის კარგად მცოდნე ინფორმატორისა და ჩვენი წყაროს მხრიდან ,,მჯღაპვნელის” წარსულის საინტერესო ,,შუქჩრდილების” განხილვას, რამაც ის ისეთად ჩამოაყალიბა, როგორიც დღესაა – გაბოროტებული, გაბოღმილი და როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ყველაფრის მკადრებელი. ირაკლი ჯანყარაშვილის ცხოვრების ისეთ ეპიზოდებს აღწერს, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ, შესაძლოა, არაფერი იცოდა. ფსიქოტროპული პრეპარატები, ოჯახური გარემო, ქობულეთის პოლიცია და სახელისუფლებო წრეებთან შესაძლო კავშირები – ეს ყველაფერი ერთ ისტორიაში იყრის თავს.

რამდენად შეესაბამება საიდუმლო მიმოწერაში ასახული გარემოებები სინამდვილეს და რატომ ჩნდება კითხვები ჯანყარაშვილის ძველ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით ?

ზოგჯერ ადამიანის მიერ თვითრეფლექტირებულ საჯარო იმიჯსა და მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შორის ისეთი განსხვავებაა, რომ ჟურნალისტს უნებლიედ უჩნდება კითხვა :

ერთი და იგივე ადამიანზეა კი საერთოდ საუბარი ?

ირაკლი ჯანყარაშვილის შესახებ გავრცელებული საიდუმლო მიმოწერა, რომელიც ჩვენ კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა, სწორედ ასეთი კითხვების საფუძველს იძლევა. საუბარია, არა ჩვეულებრივ პირად მიმოწერაზე, რომელშიც ვიღაც ვიღაცას ჭორებს უყვება, არამედ საკმაოდ მძიმე ბრალდებების ერთობლიობაზე, რომელთა გადამოწმებაც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, ვინაიდან თავად ,,მჯღაპვნელი” ინტენსიურადაა ჩართული საზოგადოებრივი დისკურსის ფორმირებაში და ყოველდღიური აქტიურობით ის ისეთ აქტუალურ თემებზე აქვეყნებს პოსტებს, რაც მას ავტომატურად აქცევს საზოგადოებრივი ყურადღების სამიზნედ და ამ მასალების შინაარსის გათვალისწინებით, არაერთი პირი შეურაცხყოფილად და დამცირებულად მიიჩნევს თავს, რის შედეგადაც ჩვენს რედაქციას ეხმაურება და თხოვს ამ ,,მჯღაპვნელის” ტყუილების საჯარო მხილებას.

მიმოწერაში აღწერილია ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძლო ხანგრძლივი მოხმარება, ოჯახური გარემოებები და, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, პოლიციასთან სავარაუდო განსაკუთრებული ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, ამ საიდუმლო ჩატის არსებობა ბრალდების სიმართლეს ავტომატურად არ ადასტურებს, მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ მასში აღწერილი გარემოებები კითხვების დასმის ღირსი არ არის. ჩვენ ვენდობით ჩვენს წყაროს, თუმცა არაფერს ვამტკიცებთ კატეგორიულად.

ფსიქოტროპული პრეპარატების ისტორია :

მიმოწერის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მონაკვეთი ირაკლი ჯანყარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

ჩვენს წყაროსთან მიმოწერის ავტორი ამტკიცებს, რომ ჯანყარაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და არაერთხელ ქობულეთის ქუჩებში გადაადგილდებოდა უგზო-უკვლოდ იმდენად შეურაცხად მდგომარეობაში, რომ მისი ნარკოტიკული თრობის ფაქტი ნებისმიერი თვითმხილველისთვის ცხადი იყო. 

თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, საქმე მხოლოდ ერთი ადამიანის პირად ცხოვრების წესთან აღარ გვაქვს. ჩნდება კითხვები მის ჯანმრთელობასთან, შესაძლო დამოკიდებულებასთან და იმ გარემოსთან დაკავშირებით, რომელშიც ეს ყველაფერი ვითარდებოდა.

როდესაც ოჯახური გარემო შესაძლო პრობლემის ნაწილად იქცევა ?

მიმოწერის კიდევ ერთი მონაკვეთი ჯანყარაშვილის ოჯახურ გარემოს ეხება.

ჩატის ავტორი მის ოჯახურ მდგომარეობას უკიდურესად უარყოფითად აღწერს და სწორედ ამ გარემოებებს უკავშირებს ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებთან შესაძლო დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

ეს უკვე გაცილებით უფრო სერიოზული ბრალდებაა, ვიდრე უბრალოდ ოჯახური კონფლიქტის აღწერა.

თუ მედიკამენტების დანიშნულების გარეშე ან არაკეთილსინდისიერი სამედიცინო პრაქტიკის შედეგად გაცემა მართლაც ხდებოდა, საკითხი სამედიცინო ეთიკისა და შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჭრილშიც უნდა შეფასდეს.

მაგრამ აქაც აუცილებელია ფაქტებისა და ვარაუდების გამიჯვნა : საიდუმლო მიმოწერაში გამოთქმული ბრალდება სამედიცინო დოკუმენტების გარეშე დადასტურებულ გარემოებად ვერ ჩაითვლება.

საინტერესოა, რომ ასეთ ისტორიებში ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად ის კი არ არის, ვინ რას ამბობდა, არამედ ის, თუ რამდენად შესაძლებელია ნათქვამის ობიექტური გადამოწმება.

ქობულეთის პოლიცია და სავარაუდო პოლიტიკური „ქოლგა“ ?

მიმოწერის ყველაზე სკანდალური ნაწილი ქობულეთის პოლიციას ეხება.

ჩატის ავტორი ამტკიცებს, რომ ჯანყარაშვილს ადგილობრივ პოლიციასთან გარკვეული საკითხები „დალაგებული“ ჰქონდა და ქუჩაში მისი სავარაუდო ნარკოტიკული თრობის მიუხედავად, სამართალდამცველები ამაზე სათანადოდ არ რეაგირებდნენ.

ამასთან, მიმოწერაში სახელდება „მდინარაძე“, რაც ავტორის მიერ შესაძლო პოლიტიკური მფარველობის მინიშნებად არის წარმოდგენილი.

თუ ეს ბრალდება საფუძვლიანია, მაშინ საკითხი სცილდება ერთი ადამიანის პირად პრობლემებს.

სამართალდამცველი ორგანოების ფუნქცია კანონით განსაზღვრული წესით რეაგირებაა და არა მოქალაქეების დაყოფა მათ უკან მდგომი შესაძლო გავლენიანი პირების მიხედვით.

თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი კითხვაა : არსებობდა თუ არა რეალურად რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება ჯანყარაშვილის მიმართ, ან საქმე მხოლოდ მიმოწერის ავტორის შეფასებასა და ვარაუდს ეხება ?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ქობულეთის პოლიციის შესაბამისი რეაგირების, შესაძლო ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი მასალებისა და დასახელებულ პირებთან სავარაუდო კავშირების გადამოწმება.

სახელის ხსენება კავშირის არსებობას არ ადასტურებს, მაგრამ თუ კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის სახელი შესაძლო მფარველობის კონტექსტში ჩნდება, ამ გარემოების უგულებელყოფაც ჟურნალისტური პასუხისმგებლობისგან თავის არიდება იქნებოდა.

2021 წლის 8 აპრილი – სიკვდილზე საუბარი, რომელსაც თავად ჯანყარაშვილი სუიციდს არ უწოდებდა.

ისტორიის კიდევ ერთი საინტერესო მონაკვეთი 2021 წლის 8 აპრილით თარიღდება.

ამ დღეს გამოცემა „თავსაზრისში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ირაკლი ჯანყარაშვილი საკუთარ ცხოვრებასა და სიკვდილზე საკმაოდ სპეციფიკური ფორმით საუბრობს.

მისი განცხადება ასეთია :

„სიკვდილს ნუ დაარქმევთ ჩემს გარდაცვალებას, რადგან არ ვაპირებ, ყველაზე ბანალური გზით, სუიციდით დავასრულო ჩემი ნაცრისფერი ცხოვრება.“

ეს ციტატა თავისთავად საინტერესოა, თუმცა მისი შეფასებისას აუცილებელია ერთი გარემოების გათვალისწინება :

სიკვდილზე საუბარი, თვითირონია ან სუიციდის ხსენება ფსიქიკური აშლილობის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების მტკიცებულება არ არის, მხოლოდ ეჭვის საფუძველია.

მიუხედავად ამისა, გავრცელებული მიმოწერის ავტორი ჯანყარაშვილის მსგავს საჯარო განცხადებებს მის სავარაუდო ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ფსიქოტროპული პრეპარატების მოხმარებას უკავშირებს.

სწორედ აქ ჩნდება ჟურნალისტური გადამოწმების საჭიროება :

რა მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი იმ პერიოდში, არსებობდა თუ არა შესაბამისი სამედიცინო ისტორია და რა საფუძველი ჰქონდა მიმოწერის ავტორს ამგვარი კავშირის დასადგენად ?

სიკვდილზე პათეტიკური მსჯელობა, რა თქმა უნდა, თავისთავად არც დანაშაულია და არც დიაგნოზი, მაგრამ როდესაც მსგავსი განცხადებები სხვა, გაცილებით მძიმე ბრალდებების კონტექსტში ჩნდება, საზოგადოებას უფლება აქვს, დაინტერესდეს მათი რეალური საფუძვლებით.

ერთი ისტორია და რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა :

საბოლოოდ, გავრცელებული მიმოწერა რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხს აერთიანებს :

არსებობდა თუ არა ირაკლი ჯანყარაშვილის ფსიქოტროპულ ან ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემა ?

არსებობდა თუ არა ქობულეთის პოლიციასთან განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც სამართალდამცველთა შესაძლო უმოქმედობას განაპირობებდა ?

რა საფუძველზე უკავშირებს მიმოწერის ავტორი ამ ყველაფერს სახელისუფლებო წრეებთან შესაძლო კავშირებს ?

და ბოლოს, რა იყო სინამდვილეში 2021 წლის საჯარო განცხადებებისა და იმდროინდელი პირადი გარემოებების კონტექსტი ?

ამ კითხვებზე პასუხები არც ირონიით და არც ემოციური შეფასებებით არ მიიღება. საჭიროა დოკუმენტები, შესაბამისი უწყებების პოზიციები და თავად ჯანყარაშვილის განმარტებები.

,,GEO NEWS”-ის პოზიცია :

ჩვენ არ ვაპირებთ, სხვისი პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ხმაურიანი განცხადება უპირობოდ მივიღოთ სიმართლედ. თუმცა, არც იმ ინფორმაციის იგნორირებას ვაპირებთ, რომელიც შესაძლო სამართალდარღვევებზე, სამედიცინო პრაქტიკის დარღვევასა და სამართალდამცველი ორგანოების შესაძლო მიკერძოებულ მოქმედებაზე მიუთითებს.

თუ მიმოწერაში აღწერილი გარემოებები მცდარია, ირაკლი ჯანყარაშვილს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს შესაბამისი განმარტებები და უარყოს ბრალდებები. თუ რომელიმე მათგანს რეალური საფუძველი აქვს, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში.

ჩვენთვის მთავარი არა სკანდალია, არამედ პასუხგაუცემელი კითხვები.

საზოგადოებას არ სჭირდება არც ხელოვნური დრამა და არც წინასწარ გამოტანილი განაჩენი. მას სჭირდება ფაქტები, ხოლო თუ რომელიმე ადამიანს მართლაც ჰქონდა განცდა, რომ პოლიტიკური გავლენა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მაღლა იდგა, ამ განცდის შემოწმება უკვე შესაბამისი უწყებების საქმეა.

შენიშვნა :

სტატია მომზადებულია ჩვენი კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული მიმოწერის ეკრანის სურათებისა და 2021 წლის 8 აპრილის სტატიის ამონაწერის საფუძველზე. მასში მოყვანილი ბრალდებები დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის და წარმოადგენს მიმოწერის ავტორის მიერ ასახულ ცნობებსა და შეფასებებს.

,,GEO NEWS” შესაბამისი განმარტების მისაღებად მიმართავს ირაკლი ჯანყარაშვილს და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებასა და სამართალდამცველ ორგანოებს. პასუხის მიღების შემთხვევაში გამოცემა მას სრულად და მიუკერძოებლად გამოაქვეყნებს.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor