• September

    22

    2024
  • 99
  • 0
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური – ყველაფერს გავაკეთებთ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, „ჰეზბოლამ“ თუ ეს ჯერ ვერ გაიგო, მათი მიმართულებით დარტყმები ისევ განხორციელდება

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური – ყველაფერს გავაკეთებთ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, „ჰეზბოლამ“ თუ ეს ჯერ ვერ გაიგო, მათი მიმართულებით დარტყმები ისევ განხორციელდება

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის ჰერცი ჰალევის განცხადებით, სამხედროები ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის კარგად არიან მომზადებული.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ისრაელის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად. ჩვენ უსაფრთხოდ დავაბრუნებთ მოსახლეობას საკუთარ სახლებში და თუ „ჰეზბოლამ“ ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგო, მაშინ მათი მიმართულებით დარტყმები ისევ განხორციელდება, ვიდრე ამას არ გაიგებენ“, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ სატელევიზიო მიმართვაში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი შესაძლებლობა აქვთ დარტყმების განსახორციელებლად, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ.

გასულ კვირას ისრაელმა იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე, ხოლო ლიბანურ შიიტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ რაკეტები გაუშვა ისრაელის ჩრდილოეთით.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შაბათს დაახლოებით 290 სამიზნეზე განახორციელეს დარტყმა, მათ შორის „ჰეზბოლას“ ათასობით სარაკეტო გამშვებ დანადგარზე და დასძინეს, რომ განაგრძობენ მეტი სამიზნის დაბომბვას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor