• September

    20

    2024
  • 76
  • 0
ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში ლიბანიდან 130 რაკეტა გაუშვეს

ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში ლიბანიდან 130 რაკეტა გაუშვეს

ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში ლიბანიდან 130 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ცფათში, ასევე გალილეის დასახლებებში.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას თავშესაფრებთან ახლოს ყოფნისკენ მოუწოდეს.

ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია მას შემდეგ, რაც ლიბანში „ჰეზბოლას“ ათასობით საკომუნიკაციო მოწყობილობა – პეიჯერები და გადამცემები აფეთქდა. ლიბანურმა შიიტური დაჯგუფებამ ჩატარებულ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა და საპასუხო ზომების გატარების პირობა დადო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor