• September

    14

    2026
  • 64
  • 0
კაია კალასი – პოლონეთის საზღვართან რუსეთის იერიში დასავლური სამყაროსთვის გზავნილი იყო, უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მიაღწევს უკრაინის დამორჩილებას

კაია კალასი – პოლონეთის საზღვართან რუსეთის იერიში დასავლური სამყაროსთვის გზავნილი იყო, უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მიაღწევს უკრაინის დამორჩილებას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიიჩნევს, რომ პოლონეთის საზღვართან რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა „დასავლური სამყაროსთვის გზავნილი“ იყო. ამის შესახებ კაია კალასმა ფინეთში ევროპის არქტიკული სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალასის განცხადებით, ევროკავშირი პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს და უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს.

„საკითხავია, რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ამ გზავნილიდან? ჩემი აზრით, პირიქით უნდა მოვიქცეთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, ანუ უკრაინის დამორჩილებას. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ეს რუსეთის საბოლოო მიზანი არ არის, ამიტომ ჩვენ მტკიცედ უნდა დავრჩეთ ჩვენს პოზიციაზე“, – განაცხადა კაია კალასმა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს რუსეთმა პოლონეთის საზღვართან სამგზავრო მატარებელზე იერიში მიიტანა. უკრაინის რკინიგზაში არ გამორიცხეს, რომ რუსული დრონის სამიზნე, შესაძლოა, ის მატარებელი ყოფილიყო, რომელშიც ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor