• April

    22

    2026
  • 126
  • 0
კახა კალაძე – ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით

კახა კალაძე – ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით

ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა – როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ერევა თუ არა ბრიუსელი სხვა ქვეყნების პოლიტიკაში.

კალაძეს კითხვა დაუსვეს, იმ მაგალითიდან გამომდინარე, რომ ევროპულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც ეხება საერთო ფასეულობებს, კონკრეტულად კი ლგბტ კანონს, რაც ბუდაპეშტმა 2021 წელს მიიღო, ბრიუსელმა ამასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა. გვახსოვს, როდესაც ჩვენ „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონი მივიღეთ, როგორი შემოტევები იყო აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს დღესაც გრძელდება. პირდაპირ რეზოლუციებსაც იღებენ, მოწოდებებია, რომ აღნიშნული კანონი იყოს გაუქმებული. საბოლოო ჯამში, საბოლოოდ ყველას სთხოვენ იგივეს, ეს დამოკიდებულება აქვთ როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ისე იმ ქვეყნებთან, რომელთაც გაცხადებული აქვთ ევროკავშირის გზა. ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში თუ რა შემოტევები, შანტაჟი, მუქარები იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მაგრამ ამის პროპაგანდა დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor