• April

    16

    2026
  • 54
  • 0
კახა კალაძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ

კახა კალაძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს.

როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ამ ეტაპზე  გამოცხადებულია ბაზრის კვლევა და პოტენციური მომწოდებლის გამოვლენისთანავე შეწყდება მოქმედი ხელშეკრულება არსებულ კომპანიასთან და იგი ჩანაცვლდება ალტერნატიული მომწოდებლით.

„ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორც კი გვეყოლება ახალი კომპანია, მაშინვე შეუწყდება ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი შეუწყვეტლად მიმდინარეობდეს, ანუ მოქალაქეებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ, რადგან საუბარია ყველაზე გაჭირვებულ ფენაზე, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. შესაბამისად, გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა, ბაზრის კვლევა და როგორც კი გვეყოლება ახალი კომპანია, ძველს მაშინვე შეუწყდება ხელშეკრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor