• August

    14

    2024
  • 101
  • 0
კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა

კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა

კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე, განათლების მნიშვნელობასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საკითხებზე.

მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წელს „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის უწყებამ სამ ლოკაციაზე: კოჯორში – სერჟანტთა აკადემიაში, საჩხერეში – პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ახალქალაქში – უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში უმასპინძლა. მასში, რვა როტაციის ფარგლებში, მე-10 და მე-11 კლასების 2200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სკოლის მოსწავლეებმა, სერჟანტების დახმარებით, ძირითად სამხედრო დისციპლინებში თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს. მათ სამხედრო ისტორიკოსებთან, ასევე სასულიერო პირებთან შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრის შესაძლებლობაც ჰქონდათ. „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებისთვის, საპატრიარქოს ორგანიზებით, ისტორიული თემატიკის წარმოდგენებიც გაიმართა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტ „ჯარის ბანაკის“ განხორციელება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, 2023 წელს დაიწყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor