• October

    23

    2024
  • 86
  • 0
კრემლი – ვლადიმერ პუტინი მიესალმება „ბრიქსის“ მონაწილეების ძალისხმევას უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით

კრემლი – ვლადიმერ პუტინი მიესალმება „ბრიქსის“ მონაწილეების ძალისხმევას უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიესალმება ყაზანში მიმდინარე „ბრიქსის“ სამიტის მონაწილეების ძალისხმევას უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ბევრი ქვეყანა ნამდვილად გამოხატავს სურვილს, უფრო აქტიურად შეუწყოს ხელი დარეგულირების პროცესს, გამოხატავს მზადყოფნას, იყოს შუამავალი, რასაც რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, მიესალმება“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თემა აქტიურად განიხილებოდა „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების დროს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor