• December

    21

    2024
  • 109
  • 0
ლაშა მარგიშვილი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი EQAR-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

ლაშა მარგიშვილი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი EQAR-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი გეგმავს, რომ EQAR-ის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. აღნიშნულის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლაშა მარგიშვილმა აღნიშნა, ცენტრს რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე გამოწორებულია. მისივე თქმით, სააპელაციო კომიტეტი თუ არ გაითვალისწინებს ცენტრის არგუმენტებს, EQAR-სგან დამატებითი შეფასებას მოითხოვენ.

ამასთან, მარგიშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატში უზრუნველყოფენ, რომ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია რაც შეიძლება მალე აღუდგეს.

„ჩვენ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მივიღეთ გადაწყვეტილება და ვგეგმავთ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამისთვის ჩვენს ორგანიზაციას აქვს 20-დღიანი ვადა და შემდეგ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენს საჩივარს. დაველოდებით სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას და ვიმოქმედებთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. თუკი სააპელაციო კომიტეტი არ გაითვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს, რომლებსაც ვაპირებთ, რომ წარვუდგინოთ მათ ამის შემდგომ უკვე მოვითხოვთ EQAR-სგან დამატებითი შეფასების განხორციელებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გარკვეული რეკომენდაციები, რაც ჰქონდათ EQAR-ის წარმომადგენლებს ამ რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე ჩვენს მიერ არის გამოსწორებული. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა 2024 წლის ზაფხულის პერიოდში, თუმცა რჩება გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვაგრძელებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში მუშაობას და აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ EQAR-ის რეგისტრაცია ცენტრს რაც შეიძლება მალე აღუდგეს.

რაც შეეხება ENQA-ს ასოციაციას, ასოციაციის წევრობა ცენტრს არ შეჩერებია, 21 დეკემბრის მდგომარეობით ჩვენ ვართ კვლავ ENQA-ს სრული წევრი ორგანიზაცია და მისი პროცედურების მიხედვით, თუკი მათი წევრი ორგანიზაცია, რომელიმე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ისინი არ უწყვეტენ ამ ორგანიზაციას ასოციაციის წევრობას, მას აძლევენ დამატებით ორ წლიან ვადას, რომ გამოასწოროს რეკომენდაციები. შესაბამისად გააგრძელოს ასოციაციის წევრობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერება საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების დიპლომების აღიარებას არანაირად არ უკავშირდება. ასევე ეს არ უკავშირდება სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს. იცით, რომ ჩვენი ორგანიზაცია 2018 წლიდან არის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია და შესაბამისად, ჩვენ მანამდე მოვიპოვეთ ამ ორგანიზაციის წევრობა, ვიდრე გავხდებოდით ENQA-ს და EQAR-ის წევრი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, არც სამედიცინო განათლების მიმართულებით არ შეიძლება, ვთქვათ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა, დაბრკოლება შეიძლება, შეექმნათ ჩვენს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ მედიცინის პროგრამებზე“, – განაცხადა ლაშა მარგიშვილმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor