• September

    10

    2026
  • 52
  • 0
ლევან მახაშვილი – არ მინდა, კონსპირაციის თეორიებში შევიდე, მაგრამ ფაქტია, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის ნარატივები ერთ ფლანგზეა, რატომ, ამის განსჯა მოსახლეობისთვის მიმინდია

ლევან მახაშვილი – არ მინდა, კონსპირაციის თეორიებში შევიდე, მაგრამ ფაქტია, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის ნარატივები ერთ ფლანგზეა, რატომ, ამის განსჯა მოსახლეობისთვის მიმინდია

ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს, პოლიტიკურ ზღაპრებს ვისმენთ, მცდელობაა,  მოსახლეობას გონება აურიონ და ემოციებზე ითამაშონ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა.

„მცდელობაა, რომ პოლიტიკურ თამაშებს სამართლებრივი პროცესი შესწირონ. უნდა გაიმიჯნოს ეს პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ბრალდების გასაბათილებლად არგუმენტი ირაკლი ღარიბაშვილისგან ან მისი ადვოკატისგან არ გვინახავს და არ მოგვისმენია. პოლიტიკურ ზღაპრებს ვისმენთ. მცდელობაა, რომ პოლიტიკური ზღაპრებით მოსახლეობა გააბრუონ, გონება აურიონ და ემოციებზე ითამაშონ, ამით კი, გადაფარონ თუ ჩაფარცხონ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. არ მინდა, კონსპირაციის თეორიებში შევიდე, მაგრამ შემიძლია, ორი წერტილი ლოგიკურად დავაკავშირო – ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის ნარატივები ერთ ფლანგზეა. რატომ, ამის განსჯა მოსახლეობისთვის მიმინდვია. მცდელობაა, რომ სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურ აურზაურში გააზაონ და ამით სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას შეეცადონ“, – განაცხადა მახაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor