• December

    21

    2024
  • 79
  • 0
მაგდებურგში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გერმანიაში საშობაო ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

მაგდებურგში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გერმანიაში საშობაო ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

მაგდებურგში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გერმანიაში საშობაო ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

ამის შესახებ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

პირველი მსგავსი განცხადება ბერლინის ხელისუფლებამ გააკეთა. როგორც დედაქალაქის შინაგან საქმეთა სენატორმა, ირის შპრანგერმა თქვა, ბერლინის პოლიციამ მაგდებურგელ კოლეგებს დახმარებაც შესთავაზა.

ანალოგიური ნაბიჯების შესახებ ჰესენის ფედერალური მიწის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც განაცხადეს, უსაფრთხოების ზომების გაამკაცრეს საქსონიაშიც.

„ჩვენ შევინარჩუნებთ სიფხიზლეს. ჩვენ გვსურს, რომ მომდევნო დღეებში შესაძლებელი იყოს საშობაო ბაზრობების უსაფრთხოდ მონახულება“, – განაც ხადეს საქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თიურინგიის შს მინისტრმა, გეორგ მაიერმა განაცხადა, რომ ამჟამად ვერ ხედავს კონკრეტულ საფრთხეს საშობაო ბაზრობებისთვის, თუმცა ადგილზე პოლიციის დამატებით ძალებს გაგზავნიან.

ცნობისთვის, 20 დეკემბერს საქსონია-ანჰალტის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობის სტუმრებს მამაკაცი მანქანით შეეჯახა. მედიის ცნობით, დაიღუპა ოთხი ადამიანი. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში რჩება 41 პირი, კიდევ 90 საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოებში იმყოფება. 80 ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ბოროტმოქმედი,1974 წელს დაბადებული მამაკაცია, ექიმი საუდის არაბეთიდან, რომელიც გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა. მამაკაცი ბერნბურგში ცხოვრობდა, მაგდებურგიდან 50 კილომეტრში და გერმანიაში გრძელვადიანი ცხოვრების ნებართვა ჰქონდა. „შპიგელი“ აზუსტებს, რომ 50 წლის ეჭვმიტანილი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor