• August

    10

    2024
  • 91
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – სენატორს და კონგრესმენს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ხელისუფლების წარმომადგენელს, ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი – სენატორს და კონგრესმენს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ხელისუფლების წარმომადგენელს, ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა, ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრა შედგა მიღების ფორმატში, მას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, სენატორსაც და კონგრესმენსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, დღეს, შეხვედროდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს, განეხილათ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა. ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება საკითხებს, რომლებიც განიხილებოდა, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „შეხვედრას, რომელსაც 30 ადამიანი ესწრება, დეტალებზე საუბარი არ არის“.

„ზოგადად, ვისაუბრეთ საქართველოს მნიშვნელოვან საკითხებზე, კანონზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor