• March

    11

    2025
  • 86
  • 0
მარკო რუბიო – ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და უკრაინისთვის რთული იქნება, აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ იქ, სადაც 2014 წელს იყვნენ

მარკო რუბიო – ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და უკრაინისთვის რთული იქნება, აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ იქ, სადაც 2014 წელს იყვნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინისთვის რთული იქნება რუსების დაბრუნება იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ. ამის შესახებ მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რუბიოს თქმით, ამ ომის დასასრულებლად დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.

„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიგოს, რომ ამ ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და აშკარაა, რომ უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება, ნებისმიერი გონივრული დროის პერიოდში აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ უკან იქ, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი იქნება რუსეთთან მომავალ მოლაპარაკებებში იმის განსაზღვრა, თუ რისი დათმობა სურთ მათ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor