
მედია -საბოტაჟი პოლიტიკური რევანშიზმის სამსახურში, როდესაც ბრძოლა წესების გარეშე იწყება ?
ბოლო თვეების განმავლობაში საინფორმაციო-ანალიტიკური პლატფორმა „GEO NEWS“ და მისი სარედაქციო გუნდი უპრეცედენტო, კარგად ორგანიზებული და მიზანმიმართული შეტევის სამიზნე გახდა. ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ოპონირება – ეს არის ღია აგრესია, რომელიც სცდება პროფესიულ ეთიკას და მიმართულია ადამიანური ღირსების, ოჯახური სიმშვიდისა და მედიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
არსებობდა გამოკვეთლი სურვილი ჩვენ შეგვეწყვიტა ფუნქციონირება, ან შეგვეცვალა პოლიტიკური პოზიცია, რაც ჩვენს სარედაქციო მიმართულებასაც განსაზღვრავს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ კამპანიის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი რადიკალური ფრთა – ძალა, რომლისთვისაც პოლიტიკურ ბრძოლაში მორალური ზღვარი დიდი ხანია წაიშალა. მათ მეთოდად კვლავ რჩება ფსიქოლოგიური ტერორი და შიდა საბოტაჟი. ასევე, ამ პროვოკაციების უკან მოიაზრება ,,ოცნების” ყოფილი დეპუტატი და სინამდვილეში ,,ნაც მოძრაობის” აგენტი ზაქარია ქუცნაშვილი.
„მეხუთე სვეტი“ რედაქციაში :
საბოტაჟის ქრონიკა
ამ ბინძური სცენარის მთავარ შემსრულებლად მოგვევლინა ლამზირა ძირკველიშვილი, პირი, რომელიც რედაქციაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციას იკავებდა. მისი სტატუსი არ იყო მხოლოდ პროფესიული – ის, როგორც ჩვენი დამფუძნებლის, ქეთევან ხომერიკის მამის ყოფილი მეუღლე, სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობითა და კეთილგანწყობით. სწორედ ეს ნდობა იქცა მის მთავარ იარაღად რედაქციის დასასუსტებლად.
დღეს უკვე ნათლად იკვეთება, რომ ძირკველიშვილი მოქმედებდა, არა როგორც გუნდის წევრი, არამედ როგორც გარედან მართული აგენტი, რომლის მისია „GEO NEWS“-ის შიგნიდან ჩამოშლა იყო. მისი საქმიანობა რამდენიმე დესტრუქციულ მიმართულებას მოიცავდა :
ფინანსური საბოტაჟი : მენეჯმენტის სისტემატური შეცდომაში შეყვანა არარეალური დაპირებებითა და ფიქტიური დაფინანსების წყაროებით. მისი მიზანი იყო რედაქციის ფინანსური კოლაფსი, რაც მხოლოდ ჩვენი ღირსეული პარტნიორების ძალისხმევით იქნა თავიდან აცილებული.
ინსტიტუციური რღვევა : მცდელობა, განხეთქილება შეეტანა ტოპ-მენეჯმენტში, მოეხდინა მთავარი რედაქტორის დისკრედიტაცია და პროფესიული საქმიანობიდან ჩამოეშორებინა აღმასრულებელი რედაქტორი და იურისტი.
ფსიქოლოგიური შანტაჟი : ყველაზე ამორალური დარტყმა დამფუძნებლის ოჯახის უმწეო წევრზე, კერძოდ, ქეთევან ხომერიკის მამაზე განხორციელდა. ეს იყო ცივსისხლიანი გათვლა – ჟურნალისტის გატეხვა მისი ყველაზე სუსტი წერტილის გამოყენებით.
მერკანტილური ინტერესი და პოლიტიკური დაკვეთა :
ლამზირა ძირკველიშვილის ქმედებები არ იყო შემთხვევითი შეცდომების ერთობლიობა. ეს იყო გააზრებული ღალატი, რომლის სანაცვლოდაც მან კონკრეტული მატერიალური ბენეფიტები მიიღო ( ამაზე მოგვიანებით ) .
მისი გათავისუფლების შემდეგ კიდევ უფრო აშკარა გახდა კავშირი იმ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ „GEO NEWS“-ის გაჩუმებით, ან მართვით.
როდესაც თავისუფალ სიტყვას ვერ ერევიან არგუმენტებით, ისინი იყენებენ „ტროას ცხენის“ პრინციპს, გზავნიან ადამიანებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი ოჯახის წევრები და პროფესიული ღირსება მერკანტილურ ინტერესებზე გაცვალონ.
ჩვენი პოზიცია – „GEO NEWS“-ის სარედაქციო კოლეგია აცხადებს :
ვერანაირი შიდა საბოტაჟი და ვერანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლა ვერ აიძულებს ჩვენს გუნდს, გადაუხვიოს არჩეულ გზას.
პოლიტიკური რევანშიზმი, რომელიც ადამიანურ ტრაგედიებზე გადის, განწირულია მარცხისთვის. მორალური კრახი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა შემსრულებლებმა ამ პროცესში განიცადეს, იქნება მათი პოლიტიკური დასასრულის კიდევ ერთი მკაფიო დასტური.
ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და 15 აპრილიდან სრულფასოვნად -უფრო ძლიერები და უფრო ფხიზლები დაგიბრუნდებით.
სარედაქციო კოლეგია
„GEO NEWS“





