• August

    27

    2026
  • 104
  • 0
მზადდება თუ არა საკანი N მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გენერალ-მაიორის ღირსეული მასპინძლობისთვის ? 

მზადდება თუ არა საკანი N მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გენერალ-მაიორის ღირსეული მასპინძლობისთვის ? 

ვემშვიდობებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სწრაფად შემდგარ გენერალს, რომელიც თვენიადაგ წინაურდებოდა სამხედრო წოდებებში და საბოლოოდ, უშიშროების გენერალ-მაიორის წოდებით სუსი-დან გამობუნძულებული იქნა – სოფელ ღვანკითის ღირსშესანიშნაობას მამუკია მდინარაძეს. 

დღეს მან საქართველოს ,,გული დაწყვიტა”, განსაკუთრებით კი რაჭველებს, რადგანაც ირაკლი კობახიძესთან ერთად რაჭაში ჩასვლას თბილისში დარჩენა და ჟურნალისტებთან საკუთარ ბიზნეს გეგმებზე საუბარი არჩია.

დადის მოარული ხმები, რომ მამუკიე სერიოზულად ფიქრობს ,,ღამის შოუს” ბენდში მესამე ,,სტენდაფ” გოგონის ჩანაცვლებას. იმდენჯერ იმღერა ამ ბენდთან ერთად, რომ როგორც იტყვიან, ,,გვერდში მდგომი თუ არ გიყვარს, ასე ვერ იმღერებო”. ამიტომაც დღის წესრიგშია ბენდისთვის ახალი კრეატიული სახელის შერჩევა. მაგალითად ასეთის – გენერალ-მაიორის ბენდი, ან ფსიქოლოგი თათა და მომღერალი მამუკა – ჩვენი საქართველო აქ არის. მოვლენათა განვითარებას მომავალი გვიჩვენებს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. რაც შეეხება სერიოზულ შეფასებას გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ბატონ უშიშროების გენერალ-მაიორს ჯერ კიდევ 2004 წელს, როდესაც სტაჟიორ გამომძიებელი იყო გამოცდილი აქვს ციხის კედლებში ყურყუტი. მაშინ ეს გახლდათ 50 ათასი დოლარის ქრთამად აღების ბრალდება, რის შემდეგაც მამუკიე მდინარაძემ ზურაბ ადეიშვილის ერთ-ერთი მარიონეტი ადვოკატის როლი წლების განმავლობაში კარგად მოირგო. თუმცა, დღესდღეობით, როგორც ინფორმირებული წყაროებიდან ხდება ცნობილი, სრულიად დასაშვებია მამუკა მდინარაძე კვლავ ციხის კედლებს დაუბრუნდეს, თუმცა ამჯერად ბევრად დიდი მასშტაბით და გაქანებით. რეალობა, როგორც ჩანს, ისეთია, რომ მამუკა მდინარაძე კიდევ ერთი ცდუნებას აყოლილი ჩინოვნიკი აღმოჩნდა, რომელმაც მომხვეჭველობის ჟინი ვერ მოთოკა და ხალხის ფული საკმაოდ მადიანად გაძოვა. ამიტომაც, როგორც კანონზომიერება გვეუბნება, მსოფლიოში ყველაფერი წრიულია და 2004 წლის მერე 2026 -შიც თავისი ერთი აგურის ციხეში დადება მამუკიეს კვლავ მოუწევს. 

მთავარი პრობლემა მამუკა მდინარაძესთან მიმართებაში არის მისი მსოფლმხედველობა. რამდენი სიბინძურეც არ უნდა გაეკეთებინა, ვინც არ უნდა ჩაეშვა და ვინც არ უნდა დაეჭირა, საკუთარი თავის იქით ვინმე ან რამე რომ ჰყვარებოდა – სამშობლო, მეგობარი, კეთილისმყოფელი, მაშინ შესაძლოა, რაიმე ერთი ფასეულობა მასში აღმოეჩინათ და ბოლომდე დაყრდნობოდნენ, თუმცა, ახლა, როდესაც მისი მსაზღვრელი მხოლოდ საჭიროებაა და ყველას და ყველაფერს გადააბიჯა, ის თავისთავად გახდა არაკეთილსაიმედო. საბოლოოდ კი, მომხვეჭველობის იმ ცოფით დაავადდა, რის საწინააღმდეგოდაც ვაქცინა ჯერ არ შეუქმნიათ. ასე რომ, მამუკას დევიზი – საშოვარი და შოვნა ფატალური ფინალით სრულდება. ვფიქრობთ, მე-12 დაწესებულებაში უკვე მზადდება საკანი გენერალ-მაიორის ღირსეული მასპინძლობისათვის. 

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor