• October

    1

    2026
  • 1
  • 0
მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საპილოტე პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საპილოტე პროგრამის მიმდინარეობა, მიღებული გამოცდილება და რეფორმის ახალ ეტაპთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების როლზე გაამახვილა. საუბარი შეეხო დაავადებების პრევენციას, ვაქცინაციას, სკრინინგს, დაავადებების დროულ გამოვლენასა და პაციენტებისთვის საჭირო სერვისების დროულ მიწოდებას.

ასევე, განიხილეს ის მიმართულებები და ამოცანები, რომელთა უზრუნველყოფა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს რეფორმის ახალ ეტაპზე მოუწევთ.

შეხვედრა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიმართა და მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor