• April

    29

    2026
  • 53
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს

მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს

საჯაროდაც შემიძლია, ყველას ვუთხრა, რომ ვისაც ობიექტურად, გულწრფელად აქვს კითხვები, საკითხის რეალურად შესწავლის სურვილი და არა ემოციებით მანიპულირების, შემიძლია, შევხვდე სამინისტროში, პირადადაც მივაწოდოთ პასუხები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, – ამის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

„რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს. ჩვენ გვსაყვედურობენ, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში დაახლოებით ასჯერ გაიზარდა ონკოლოგიის ბიუჯეტი და ვინმე საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებას ადამიანების ჯანმრთელობაზე ფული ენანება? ეს არის მტკნარი ტყუილი. თითოეულ მედიკამენტზე გვჭირდება მუშაობის გაგრძელება, ინფორმაციის მოძიება ინტენსიურად. ეს უნდა გაგრძელდეს და ამას ვაკეთებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაშიც, კიდევ უფრო ადრეც, ვიდრე გარკვეულ სიმწვავეს შეიძენდა ეს პრობლემა, ვიდრე საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდებოდა. კომუნიკაცია გვაქვს ექსპერტებთან, სხვა სახელმწიფოების მარეგულირებლებთან. ვიკვლევთ ინტენსიურად და ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor