• March

    11

    2025
  • 124
  • 0
მკაცრი კანონმდებლობა ნარკოტიკების გავრცელების შესაჩერებლად და ახალგაზრდების დასაცავად აუცილებელია 

მკაცრი კანონმდებლობა ნარკოტიკების გავრცელების შესაჩერებლად და ახალგაზრდების დასაცავად აუცილებელია 

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებაში განსხვავებულ შეფასებებს იწვევს, თუმცა უმეტესობა თვლის, რომ აუცილებელი და დროულია. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს ნარკოდანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებას.

მათი თქმით, მკაცრი კანონმდებლობა აუცილებელია ნარკოტიკების გავრცელების შესაჩერებლად და ახალგაზრდების დასაცავად. 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ცვლილებებმა შესაძლოა ფუნდამენტური უფლებების არაპროპორციული შეზღუდვა გამოიწვიოს. ის მოუწოდებს პარლამენტს, არ განიხილოს საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა განხილვის პროცესში.

მამუკა მდინარაძე :  ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გამო, მძიმე სოციალური ფონია. ამიტომაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ნარკორეალიზატორების შეკავების ფორმად სასჯელის გამკაცრება სრულიად მართებულად მიგვაჩნია. 

მოამზადა-თამთა მაისურაძემ

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor