• August

    16

    2026
  • 67
  • 0
ნატა ვიბლიანის მიმართვა მხარდამჭერებისადმი

ნატა ვიბლიანის მიმართვა მხარდამჭერებისადმი

პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი ნატა ვიბლიანი საკუთარი სიმართლისათვის ბრძოლას განაგრძობს. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც მას ამ გზაზე შეხვდა, ის მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და ნდობას უცხადებს საგამოძიებო ორგანოებს.

ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი მიმართვით ეხმიანება თავის მხარდამჭერებს, სადაც მოუწოდებს მათ, არ გადავიდნენ ჰეითერების გვერდებზე, არ ჩაერთონ პროვოკაციულ დებატებში და ღირსეულად უპასუხონ თავდასხმებს – გულგრილობითა და არარეაგირებით. მისი მოწოდება ნათელია : ფაქტები და სიმართლე იყოს მთავარი იარაღი, რეიტინგი კი არ აქტიურობით დაიკლოს.

,,მე მჯერა პროკურატურის, მე მჯერა გამომძიებლის, მე მჯერა ბატონი ტარიელ კაკაბაძის და ქალბატონი მარიამის,” – აცხადებს ნატა ვიბლიანი და დარწმუნებულია, რომ სიმართლე აუცილებლად დაიდება.

ნატა ვიბლიანი – სიმართლის ხმა, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

,,ჩემო მეგობრებო, გთხოვთ, ნუ გადადიხართ ჰეითერების გვერდებზე.

მე მჯერა პროკურატურის, მე მჯერა გამომძიებლის, მე მჯერა ბატონი ტარიელ კაკაბაძისა და ქალბატონი მარიამის.

ჩვენ არ ავყვეთ პროვოკაციებს – წერონ და იკითხონ, მთავარია ფაქტებით ვესაუროთ.

მე მჯერა, სიმართლე დაიდება – ამაში დარწმუნებული ვარ.

ამიტომ ძალიან გთხოვთ : პოსტები, სადაც ჩემზე ცუდს წერენ, უბრალოდ დაბლოკეთ. ნუ უწერთ, ნურაფერს – პირიქით, არარეაგირება ყველაზე დიდი პასუხია.

ნურც პირადში ჩამიგდებთ, ჰეითერებს რას დაწერენ – ამის დრო არ მაქვს.

დაიმახსოვრეთ : თქვენი კომენტარებით აძლევთ მათ საშუალებას, რეიტინგი ჰქონდეთ. რეიტინგი მხოლოდ არააქტიურობით დაეცემა.

ვისაც ჩემი დახმარება გინდათ, ასე დამეხმარებით. ჩემ გვერდზე თუ შემოვიდენ, ვიცი, საკადრის პასუხებს აძლევთ.

მიყვარხართ, ხალხო”, – წერს ნატა ვიბლიანი.

მოამზადა – ირაკლი მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor