• October

    29

    2026
  • 28
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი ეროვნულ ასამბლეაში მომხდარ ჩხუბში საპარლამენტო ოპოზიციას ადანაშაულებს და მიესალმება მმართველი ფრაქციის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ ქმედებებს

ნიკოლ ფაშინიანი ეროვნულ ასამბლეაში მომხდარ ჩხუბში საპარლამენტო ოპოზიციას ადანაშაულებს და მიესალმება მმართველი ფრაქციის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ ქმედებებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეროვნულ ასამბლეაში მომხდარ ჩხუბში საპარლამენტო ოპოზიციას ადანაშაულებს და მიესალმება მართველი ფრაქციის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ ქმედებებს.

„მე ვგმობ ძალადობას, მაგრამ მხარს ვუჭერ „სამოქალაქო კონტრაქტის“ ფრაქციის დღევანდელ ქმედებებს, რადგან ოპოზიციის წევრობა არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ თავხედობა. იმ მომენტში, როდესაც ეროვნულ კრებაზე ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ წევრი თავხედურად მოიქცა ტრიბუნიდან და ბოდიში არ მოიხადა მოწოდებებისა და თხოვნების მიუხედავად, ცხადი გახდა, რომ ასეთი შედეგი იქნებოდა. მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიციას ვაკისრებ და დიახ, მივესალმები „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატების ქმედებებს. სკამი იყო ეს თუ სხვა რამ, ეს მიზანშეწონილი და სწორია“, – განაცხადა ფაშინიანმა ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის, ვაჰაგნ ალექსანიანის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სკამის სროლის შესახებ.

ცნობისთვის, დღეს სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor