• December

    12

    2024
  • 176
  • 0
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ პუტინთან ახალი მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ პუტინთან ახალი მოლაპარაკებებისთვის მზად არის

შოლცი პუტინთან ახალი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. როგორც გერმანიის კანცლერმა „RTL“-თან საუბრისას აღნიშნა, მზად არის, გააგრძელოს მოლაპარაკებები პუტინთან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბოლო სატელეფონო საუბარი „იმედგაცრუება იყო“.

„იმედგაცრუება იყო, რადგან პუტინი უბრალოდ იმეორებდა თავის ყველა ფრაზას“, – განაცხადა შოლცმა. თუმცა, შოლცის თქმით, სატელეფონო საუბარი აუცილებელი იყო, რათა პუტინს გაეგო, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისთვის არ შემცირდება და „პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები, რათა შეიქმნას საფუძველი მშვიდობიანი განვითარებისთვის“.

„ეს უნდა გაკეთდეს და მე ამას ისევ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვქონდეს რაიმე ილუზია“, – აღნიშნა შოლცმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor