• December

    22

    2024
  • 112
  • 0
ორბელიანების კარი გამსვლელთათვის იღება, პრეზიდენტის ინსტიტუტი კი კონსტიტუციის ჩარჩოებს უბრუნდება

ორბელიანების კარი გამსვლელთათვის იღება, პრეზიდენტის ინსტიტუტი კი კონსტიტუციის ჩარჩოებს უბრუნდება

ერთი კვირა პრეზიდენტის ინაუგურაციამდე – მიხეილ ყაველაშვილი ფიცის დასადებად ემზადება. ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც აქამდე დესტრუქციული ძალების მხრიდან, მიტაცებულ ინსტიტუციას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს.

ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი არაერთხელ დაარღვია, რადიკალური ქმედებებით, საერთაშორისო ტრიბუნებით ქვეყნის იმიჯს აზიანებდა და საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, დაპირისპირების გაღრმავებას ცდილობდა, ეს საზოგადოებისთვის არახალია. თუმცა უსამშობლო ე.წ პრეზიდენტი, ზურაბიშვილი კონსტიტუციას კვლავ არღვევს და 29 დეკემბრიდან ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს. როგორც ირკვევა ის, ვერც თანამდებობას და ვერც რადიკალიზმს ეგუება, რომლითაც სახელმწიფოს და ქვეყნის კონსტიტუციას ზიანი მოუტანა, მეტიც ზურაბიშვილი თავის თავს ლეგიტიმურსაც უწოდებს. იგივე პათოსს იზიარებს რადიკალური ოპოზიცია. ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სალომე ზურაბიშვილს აბულინგებდა და რუსულ პროექტად განიხილავდა. თავად ორბელიანების სასახლის დატოვებამდე, სალომე ზურაბიშვილი იქამდე დუმდა, სანამ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში არ დაწერა, რომ ,,სალომე ზურაბიშვილი დასაცავია და რომ ის, თუნდაც ფიზიკურად უნდა დაიცვან, რადგან არ გავიდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან”.

ახლა მთავარი ყურადღება 29 დეკემბრისკენ არის მიმართული – როგორ წარიმართება პროცესები.

ბოლო წლებში ზურაბიშვილის რადიკალიზმის ფონზე, ,,ქართულ ოცნებაში” მისგან აღარაფერი უკვირთ და ზურაბიშვილს ახსენებენ, რომ ის 29 დეკემბრიდან ქვეყნის პრეზიდენტი აღარაა, მეტიც, ზურაბიშვილს იმასაც ახსენებენ, რომ ის კონსტიტუციის დამრღვევიცაა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor