• June

    8

    2026
  • 30
  • 0
პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარსადგენად იმუშავებს

პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარსადგენად იმუშავებს

პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარსადგენად იმუშავებს.

სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ სოფლის მეურნეობის კომიტეტის მიმართვა დღეს ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს.

 „ცნობად ვიღებთ სოფლის მეურნეობის კომიტეტის მომართვას სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ, რომელიც ეხება იუნესკო-ს ნომინაციაზე საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის წარდგენას. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა ვუთხრა სოფლის მეურნეობის კომიტეტს სამუშაო ჯგუფის შექმნისთვის. სწორედ სოფლის მეურნეობის კომიტეტი იყო, რომელმაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმუშავა თავის დროზე ხორბლის და პურის ცხობის ტრადიციის იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული ძეგლის ნომინაციაზე წარდგენის საქმეზე და წარმატებით დასრულდა. დღეს არათუ კულტურულ ძეგლად არის აღიარებული, არამედ უკვე ბოლო კვლევებით დადასტურებულია, რომ საქართველო არის, ვაზთან ერთად, ხორბლის სამშობლოც.  ბოლო კვლევებით, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, ეს სრულად დადასტურებულია. მნიშვნელოვანია, პარლამენტმაც მივიღოთ მონაწილეობა ამ თემის პოპულარიზაციაში, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის სამშობლოც არის. სწორედ აქედან, იუნესკო-ს წარმატებული პროცესიდან გამომდინარე იყო ინსპირაცია, რომ, მათ შორის, ლუდი, ლუდის ხარშვის ტრადიციის მეთოდი წარედგინოს იუნესკო-ს ნომინაციაზე. წინა გამოცდილებით, პარლამენტი ამ მხრივ კარგი პლატფორმაა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე სამეცნიერო წრეების ჩართულობის. სოფლის მეურნეობის კომიტეტმა, მისმა ხელმძღვანელმა, ბატონმა გელა სამხარაულმა ითავა ეს საკითხი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ვისაც ინტერესი გაქვთ, გთხოვთ, ითანამშრომლოთ ამ სამუშაო ჯგუფთან. იმედი გვაქვს, ჩვენი მოწვევის განმავლობაში შევძლებთ, რომ მოხდეს კიდევ ერთი ქართული კულტურის ტრადიციის აღიარება, როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლისა. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ამ სამუშაო ჯგუფს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor