• November

    26

    2026
  • 23
  • 0
პოლიციამ თაღლითობისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თაღლითობისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციის ქვემო ქართლის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით ერთი პირი რუსთავში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მწყემსად მუშაობდა, 2023–2025 წლებში გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

ბრალდებულმა ასევე კიდევ ერთი მოქალაქის კუთვნილი 29 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი თანხის გადახდის დაპირებით წამოიყვანა, თუმცა დაპირებული თანხა არ გადაიხადა.

ბრალდებულის ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა, ჯამში, 181 400 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor