• May

    30

    2026
  • 42
  • 0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „მორფინი“, „კოდეინი“, გამომშრალი „მარიხუანა” და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთ-ერთ დაკავებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor