• December

    18

    2024
  • 89
  • 0
პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული გ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „არტ-თაიმის“ შუშის კარი დააზიანა, ობიექტში უკანონოდ შეაღწია და ფარულად დაეუფლა იქ არსებულ საათებს. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული გორში დააკავეს.

ნაქურდალი საათების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor