• November

    19

    2026
  • 38
  • 0
რატი იონათამიშვილი – რუსეთი ევროსაბჭოში მხარდაჭერილ რეზოლუციას საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში

რატი იონათამიშვილი – რუსეთი ევროსაბჭოში მხარდაჭერილ რეზოლუციას საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში

ზაზა ბიბილაშვილის განცხადება პირდაპირი აღიარებაა იმის, რომ ეს ადამიანები საქართველოს მტრობდნენ. რუსეთი ევროსაბჭოში მხარდაჭერილ რეზოლუციას საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა, როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს ადამიანები ქვეყანას პირდაპირ მტრობდნენ.

„სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში რუსეთთან ერთად „ნაცებს“ ვებრძოდით და ყოველ ჯერზე ორივე დავამარცხეთ. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ქვეყანას პირდაპირ მტრობდნენ, მათ შორის მოკავშირებად იყვნენ ამ რეზოლუციის ხელმოწერის დროს და ახლა რაც არ უნდა ილაპარაკონ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენებენ თავს, რადგან ამ ტვირთს ვერასოდეს ვერ გაექცევიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor