• August

    15

    2024
  • 78
  • 0
რატი იონათამიშვილი – „ქართული ოცნება“ ღირსეულად იგებს, კამპანიის აქტიურ ფაზაში ჯერ არ გადავსულვართ და უკვე სამჯერ მეტია „ოცნების“ მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერასთან შედარებით

რატი იონათამიშვილი – „ქართული ოცნება“ ღირსეულად იგებს, კამპანიის აქტიურ ფაზაში ჯერ არ გადავსულვართ და უკვე სამჯერ მეტია „ოცნების“ მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერასთან შედარებით

„ქართული ოცნება“ იგებს ღირსეულად, საქართველოსთვის და საქართველოსთან ერთად. ჯერ ჩვენ კამპანიის აქტიურ ფაზაში არ გადავსულვართ და უკვე სამჯერ მეტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, ვიდრე ერთად აღებული რადიკალური ოპოზიციის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ“.

„ქართული ოცნება“ ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე, მაშინ როდესაც რადიკალური ოპოზიციის ორიენტაცია არის მხოლოდ სიძულვილზე, დეზინფორმაციაზე, არეულობასა და ქაოსზე. ასევე, იმ უპრინციპულობაზე, რასაც ისინი ხელოვნური და ყალბი გაერთიანებებით საზოგადოებას ეუბნებიან. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ 26 ოქტომბრისთვის ეს სხვაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება საქართველოს სასარგებლოდ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor