• November

    20

    2026
  • 15
  • 0
რევაზ ნადარაია – ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ რომ გაგაფრთხილებს სასამართლო და კიდევ იმავეს აკეთებ – ზაზა ბიბილაშვილი პროცესზე დესტრუქციისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის იმყოფებოდა

რევაზ ნადარაია – ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ რომ გაგაფრთხილებს სასამართლო და კიდევ იმავეს აკეთებ – ზაზა ბიბილაშვილი პროცესზე დესტრუქციისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის იმყოფებოდა

ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სასამართლო რომ გაგაფრთხილებს, შეურაცხყოფის შემცვლელ ელემენტებსაც არ მიაქცევს ყურადღებას და კიდევ იმავეს აკეთებ… ბატონი ზაზა ბიბილაშვილი აქ არ შემოგვერთებია ჩვენ, რომ სამართლებრივად გაემდიდრებინა ეს პროცესი, დესტრუქციისთვის მოვიდა და მხარეებისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის, – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ზაზა ბიბილაშვილს, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

როგორც ნადარაიამ აღნიშნა, ზაზა ბიბილაშვილი „მუდმივად არღვევს წესრიგს“.

„ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა საუბარი. მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე და გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ზაზა, სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცილება და გადაჭარბებაა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სასამართლო რომ გაგაფრთხილებს, შეურაცხყოფის შემცვლელ ელემენტებსაც არ მიაქცევს ყურადღებას და კიდევ იმავეს აკეთებ… ბატონი ზაზა ბიბილაშვილი აქ არ შემოგვერთებია ჩვენ, რომ სამართლებრივად გაემდიდრებინა ეს პროცესი, დესტრუქციისთვის მოვიდა და მხარეებისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის“,- აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება თავად ზაზა ბიბილაშვილმა „ლოგიკურად“ შეაფასა.

„ძალიან ლოგიკურია ეს და ხაზს უსვამს თქვენს მიუკერძოებლობას, ერთ მხარედ გამოდიხართ. ყოველ ჯერზე უბრალოდ ვითხოვდი, რომ ყოფილიყო თანასწორი მიდგომა მხარეებს შორის“,- აღნიშნა ბიბილაშვილმა, რასაც ნადარაიამ უპასუხა, რომ პროცესზე „აბსოლუტურად თანასწორი მიდგომაა“.

„აბსოლუტურად თანასწორი მიდგომაა. უთანასწორობას ითხოვთ თქვენ თქვენს სასარგებლოდ“, – განაცხადა ნადარაიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor