• August

    15

    2024
  • 88
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაჰმუდ აბასს განუცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ისრაელზე ზეწოლას

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაჰმუდ აბასს განუცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ისრაელზე ზეწოლას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერს, მაჰმუდ აბასს განუცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ისრაელზე ზეწოლას. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, ანკარა გააგრძელებს პალესტინის მხარდაჭერას და უბიძგებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაზარდონ ისრაელზე ზეწოლა.

ლიდერებმა ასევე განიხილეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც საჭიროა ღაზაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვის.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო ღაზაში მიმდინარე ომი და ზოგიერთი დასავლური ქვეყანა დუმილსა და ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

როგორც ერდოღანმა აბასს განუცხადა, ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით კი მუსლიმურმა სამყარომ, უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.

პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა თურქეთის პარლამენტს 15 აგვისტოს უნდა მიმართოს.

„ჩვენ ვაჩვენებთ, რომ აბასს აქვს უფლება, მიმართოს ჩვენს პარლამენტს, ისევე როგორც ნეთანიაჰუს აქვს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლის უფლება“, – თქვა ერდოღანმა აბასთან შეხვედრამდე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor