• December

    21

    2024
  • 83
  • 0
„როიტერი“ – მოსკოვმა და კიევმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებულ გარიგებაზე, რომელიც უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ექსპორტის გაგრძელებას ითვალისწინებდა

„როიტერი“ – მოსკოვმა და კიევმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებულ გარიგებაზე, რომელიც უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ექსპორტის გაგრძელებას ითვალისწინებდა

მოსკოვმა და კიევმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებულ გარიგებაზე, რომელიც უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ექსპორტის გაგრძელებას ითვალისწინებდა. ამის შესახებ „როიტერთან“ საუბრისას „სოკარის“ მაღალჩინოსანმა განაცხდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირმა და უკრაინამ აზერბაიჯანს სთხოვეს, რუსეთთან მოლაპარაკებების წარმართვა გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის ვადაც წლის ბოლოს იწურება.

„სოკარის“ წყაროს თქმით, კომპანია თითქმის ერთი წლის განმავლობაში შუამავლობდა მოლაპარაკებებში უკრაინულ და რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებს შორის უკრაინისა და ევროკავშირის თხოვნით. მან აღნიშნა, რომ უმაღლესი მენეჯერები უკრაინული ენერგეტიკული კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდნენ 2 მაისს სტამბოლში და 29 აგვისტოს ვენაში.
წყარომ აღნიშნა, რომ საბოლოოდ, უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ვერ შეძლეს პირობებზე შეთანხმება.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კიევთან ახალი შეთანხმება არ შედგება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი კიევი რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებას განიხილავს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ მოსკოვი ბუნებრივი აირის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას ომის დასრულებამდე არ მიიღებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსული გაზის სატრანზიტო შეთანხმების ვადა 2025 წლის პირველ იანვარს ამოიწურება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor