• May

    4

    2026
  • 33
  • 0
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში 5-დან 9 მაისამდე მობილური ინტერნეტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შეიზღუდება

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში 5-დან 9 მაისამდე მობილური ინტერნეტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შეიზღუდება

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში 5-დან 9 მაისამდე მობილური ინტერნეტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია და ტელეგრამარხები ავრცელებენ.

მათი ცნობით, მოსკოვის მცხოვრებლებმა უკვე მიიღეს შეტყობინებები მობილური ოპერატორებისგან, რომლებიც შეზღუდვების შესახებ აფრთხილებენ მომხმარებლებს. ეს ინფორმაცია „ბილაინშიც“ დაადასტურეს.

რუსი ჟურნალისტების ცნობით, შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 5-დან 9 მაისამდე მოსკოვში „უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად“, შესაძლოა, მობილურ ინტერნეტსა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდეს. მოსახლეობას ურჩევენ, ინტერნეტზე წვდომისთვის Wi-Fi გამოიყენონ.

29 აპრილს „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისის აღლუმის წინ მოსკოვში მობილური კავშირის „უფრო მასშტაბური“ შეზღუდვები იგეგმება. ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ 5, 7 და 9 მაისს ხელისუფლება მობილური კავშირისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სრულად შეზღუდვას აპირებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor