• August

    13

    2024
  • 96
  • 0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ზუგდიდში, ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა კიბის გახსნა ვერ შეძლეს, ქრობის პროცესში რაიმე სახის შეფერხება არ ყოფილა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ზუგდიდში, ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა კიბის გახსნა ვერ შეძლეს, ქრობის პროცესში რაიმე სახის შეფერხება არ ყოფილა

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში, ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა კიბის გახსნა ვერ შეძლეს, ხანძრის ქრობის პროცესში რაიმე სახის შეფერხება არ ყოფილა, – ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი პროტოკოლის მიხედვით ყოველდღიურად ხორციელდება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს. განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე და დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება. აქვე, აღვნიშნავთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი პროტოკოლის მიხედვით ყოველდღიურად ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor