• December

    4

    2024
  • 119
  • 0
სამართალდამცველებს „დროას“ ოფისიდან პიროტექნიკა, ლაზერები და სხვადასხვა ნივთი გააქვთ

სამართალდამცველებს „დროას“ ოფისიდან პიროტექნიკა, ლაზერები და სხვადასხვა ნივთი გააქვთ

სამართალდამცველებს „დროას“ ოფისიდან საპროტესტო აქციებზე გამოსაყენებელი სხვადასხვა ნივთი გააქვთ.

პარტიის ოფისში ჩხრეკის დროს პოლიციამ დიდი ოდენობით პიროტექნიკა, ლაზერები და სხვადასხვა ნივთი აღმოაჩინეს.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ „დროას“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ განაცხადა: „დიახ, ვარ ორგანიზატორი, აქციისთვის ნამდვილად გვაქვს ბევრი პარალონი, ფოიერვერკი, პლედი, „სნიკერსი“, კვერცხი, პოლიციას რომ ვესროლოთ, ყველაფერი, რაც საჭიროა პროტესტისთვის“.

ერთ-ერთი ორგანიზაციისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში პოლიცია დღეს შევიდა. ჩხრეკის პარალელურად, „დროას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გვარამია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor