• June

    12

    2026
  • 30
  • 0
საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მარიამ ქვრივიშვილმა მემორანდუმებს მოაწერა ხელი

საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მარიამ ქვრივიშვილმა მემორანდუმებს მოაწერა ხელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამოქალაქო ავიაციის და სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმებს მოაწერა ხელი.

მნიშვნელოვანი უწყებათაშორისი დოკუმენტები ყირგიზეთის რესპუბილიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და ყირგიზეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, დანიარ ბოსტონოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის საავიაციო ადმინისტრაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, შეთანხმება სტიმულს მისცემს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას.

სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ბექსულთან ტოკონოვმა.

მემორანდუმების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლასა და სახელმწიფო უწყებებს შორის დარგობრივი პარტნიორობის გაძლიერებას.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor