• April

    23

    2026
  • 25
  • 0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა.

„ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე. იმსჯელეს ერთობლივ მნიშვნელოვან პროექტებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა წარმატებით ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში.

საუბარი შეეხო რეგიონის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო პროცესებში. პრემიერი-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor