
საქსტატი – 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, იმპორტიორი კი თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 577.6 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ჩინეთი – 543.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 500.7 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 918.6 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 531.8 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 1 510.5 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი
ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 347.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 688.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 403.1 მლნ. აშშ დოლარით.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 364.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 164.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 468.4 მლნ. აშშ დოლარით.





