• January

    20

    2026
  • 134
  • 0
სერგეი ლავროვი – ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის

სერგეი ლავროვი – ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის. ამის შესახებ მან 2025 წელს რუსეთის დიპლომატიური საქმიანობის შეჯამებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვმა განაცხადა, რომ „დღეს მსოფლიო ასპარეზზე გადახაზულია ყველა ის წესი, რომელიც წარსულში დასავლეთს აწყობდა და მსოფლიო წესრიგის საფუძველს წარმოადგენდა“.

მისი თქმით, ამჟამად მოქმედებს პრინციპი – „ვინც ძლიერია, ის მართალია“, რაც განსაკუთრებით მკვეთრად აისახება ჩინეთის ეკონომიკური უპირატესობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ყირიმი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ „გრენლანდია არ წარმოადგენს დანიის ბუნებრივ ნაწილს“, თუმცა ასევე დასძინა, რომ რუსეთი მიმდინარე კონფლიქტში ჩარევას არ აპირებს.

„ნატო გამოწვევების პერიოდს გადის და რუსეთი არ არის დაინტერესებული გრენლანდიის საქმეებში ჩარევით“,- განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, არც ჩინეთს და არც რუსეთს არ აქვთ გრენლანდიის დაკავების გეგმა.

„ვაშინგტონმა იცის, რომ რუსეთს ასეთი გეგმები არ გააჩნია. ნატო-მ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას ალიანსის ფარგლებში, ერთობლივად უნდა მიაღწიოს“, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor