• December

    11

    2024
  • 105
  • 0
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.

გედენიძე რუსთაველის გამზირის მიმდებარედ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაშავდა.

„როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელმა ამიხსნა, მე მოვხვდი სახალხო დამცველის შეტყობინებაში. ახლა მოვედი გამოკითხვისთვის და ვაპირებ, მოვყვე ყველაფერი, რა და როგორ მოხდა. ყველაფერი გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით და ასახულია ვიდეოკადრებში. აქციის მიმდინარეობისას ფეხებთან დავარდა პიროტექნიკის აუფეთქებელი ნაწილი, დავაპირე თავის არიდება, რა დროსაც ის აფეთქდა. ვიგრძენი მარცხენა ფეხზე დარტყმა, ვეღარ ვდგამდი ნაბიჯს და გადავვარდი შემაღლებული ადგილიდან. კადრებში როგორც ვნახე, ჩემს დასახმარებლად აქციის ორი მონაწილე მოვიდა, ასევე ჟურნალისტები, ვინც იყვნენ გარშემო. ძალიან მალე სასწრაფოს ექიმებმა აღმომიჩინეს დახმარება და შემომთავაზეს კლინიკაში გადაყვანა, რაზეც უარი განვაცხადე, რადგან, ფაქტობრივად, ფაქტიურად ფეხზე მგრძნობელობა დამიბრუნდა მქონდა და გავაგრძელე გადაღება“, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე პირველ დეკემბერს „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო.

მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და მათზე თავდასხმის შემთხვევებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor