• December

    12

    2024
  • 111
  • 0
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა ხუბულავა, ოპერატორები, ბადრი გამრეკელაშვილი და ლევან ქართველიშვილი გამოიკითხნენ

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა ხუბულავა, ოპერატორები, ბადრი გამრეკელაშვილი და ლევან ქართველიშვილი გამოიკითხნენ

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა ხუბულავა, ოპერატორები, ბადრი გამრეკელაშვილი და ლევან ქართველიშვილი გამოიკითხნენ.

საქმე ეხება რუსთაველის გამზირზე 2 დეკემბერს გამართულ აქციას, რა დროსაც, აქციის გაშუქებისას, საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

„28 ნოემბრის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი უწყვეტ რეჟიმში ვაშუქებთ იმ სპაროტესტო აქციებს, რაც მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. კონკრეტულად ჩემი გამოკითხვა ეხებოდა 2 დეკემბრის დღეს. ეს იყო დღე, როდესაც, სხვა აქციებისგან განსხვავებით, ადრე დაიწყო ძალოვანი უწყების მიერ დაშლის ღონისძიება. სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, როგორც თავისუფლების, ისე ჭიჭინაძის ქუჩაზე და დაშლის ღონისძიების დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში მე და ჩემს ოპერატორს გვქონდა დროებით შეფერხება, ხელი შეგვეშალა ჩვენს საქმიანობაში. გაზის კაფსულების სროლა ხდებოდა სპეცდანიშნულების რაზმის მიერ, საკმაოდ დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით იმ დღეს. ამ ყველაფერზე მივაწოდე ინფორმაცია გამოკითხვის დროს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, პირდაპირი ეთერის ტრანსლირება არ შეფერხდეს და ეს ყველაფერი უწყვეტად გადაეცემოდეს მაყურებელს, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ არის. იმ დღეს ჩვენც დაგვჭირდა სამედიცინო დახმარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც იქვე, რუსთაველის გამზირზე მოხდა“, – განაცხადა თეონა ხუბულავამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor