• May

    18

    2026
  • 49
  • 0
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტოში შეტყობინება შევიდა მარნეულის მუნიციპალიტეტში ექვსი ადამიანის, მათ შორის, ერთი ბავშვის საკონდიტრო ნაწარმით სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ.

„ინფორმაციის მიღებისთანავე სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა. ინსპექტირების ჯგუფი ობიექტზე, სადაც, მოქალაქის განმარტებით, ტორტი შეიძინეს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურ ინსპექტირებას ჩაატარებს. გარდა ამისა, სააგენტო კოორდინაციაშია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ინფორმაციის დაზუსტებისთანავე დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor