• November

    25

    2026
  • 20
  • 0
სუს-ი – 2025 წელს საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები

სუს-ი – 2025 წელს საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები

2025 წელს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები. საოკუპაციო ძალის მიერ გაგრძელდა საქართველოს ოკოპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული საქმიანობა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით არჩვაძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დავით არჩვაძის თქმით, რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში არა მარტო პროცესების მართვას ისახავდა მიზნად, არამედ მოსახლეობის განწყობებსა და აღქმებში ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებდა.

„საოკუპაციო ძალა აგრძელებდა ჰიბრიდული კომპონენტების, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას. გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია, რაც აზიანებდა ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის აქტივობები დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული აგრესიული კამპანიის ფონზე ხორციელდებოდა, რომელიც გამოიყენებოდა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერებაზე მოქმედების მიზნით, არამედ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით იდენტიფიცირდა უკანონო დაკავების – 34, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 40 შემთხვევა. ორივე მიმართულებაზე გაგრძელდა ე.წ. ბრალის ხელოვნურად დამძიმების პრაქტიკა სხვადასხვა გამოგონელი ბრალდებით, მათ შორის ჯაშუშობის, ე.წ. კონტრაბადის, ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისა და სხვა. რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – სამი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 55 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული გამოწვევებისა და მათი უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით სამსახური მუდმივ რეჟიმში ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს“, – აღნიშნა დავით არჩვაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor