• April

    29

    2026
  • 120
  • 0
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგები შესაძლოა, თვეების ან წლების განმავლობაშიც გამოვლინდეს, ჩვენ უნდა შევამციროთ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგები შესაძლოა, თვეების ან წლების განმავლობაშიც გამოვლინდეს, ჩვენ უნდა შევამციროთ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგები შესაძლოა, თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გამოვლინდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ეს ოთხი წლის განმავლობაში მეორე ენერგეტიკული კრიზისია. მისივე განცხადებით, გაკვეთილი ძალიან ნათელი უნდა იყოს, რადგან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე ზედმეტი დამოკიდებულება ევროკავშირს დაუცველს ხდის.

„ასე რომ, წინსვლის გზა აშკარაა. ჩვენ უნდა შევამციროთ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი ზედმეტი დამოკიდებულება და გავზარდოთ ადგილობრივი, ხელმისაწვდომი, სუფთა ენერგიის მიწოდება განახლებადი წყაროებიდან ბირთვულ ენერგიამდე, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით. მიმდინარე ევროპულ ბიუჯეტში ენერგეტიკისთვის თითქმის 300 მილიარდი ევროა გამოყოფილი, საიდანაც 95 მილიარდი აქამდე არ გამოგვიყენებია. მოდით, ეს გამოვიყენოთ, რათა ახლა გადავიდეთ ელექტროენერგიაზე არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ მრეწველობასა და გათბობაშიც“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor