• May

    19

    2026
  • 50
  • 0
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

სამუშაო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და საგამოძიებო დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები.

სამსახურის უფროსმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა რეგიონული სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიებზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის სტატისტიკისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

ლევან ხარაბაძემ ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის სამმართველოს ახლად გახსნილი ოფისი მოინახულა, რომელიც აღჭურვილია საგამოძიებო დანაყოფებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

გარდა ამისა, მან დაათვალიერა ქვემო ქართლის სამმართველოს ახალი ოფისის ასაშენებლად გამოყოფილი ტერიტორიაც.

ლევან ხარაბაძე ადგილზე გაეცნო სამმართველოების არსებულ ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor