• August

    21

    2026
  • 161
  • 0
ქეთი ხომერიკი : ,,მდინარაძის ბოსტნის ტროლო, ვინმე ჯანყარაშვილო, სჯობს კვლავ ,,ანონიმკები,, ჯღაპნო და ღარიბაშვილის მასშტაბის ფიგურებისგან თავი შორს დაიჭირო”

ქეთი ხომერიკი : ,,მდინარაძის ბოსტნის ტროლო, ვინმე ჯანყარაშვილო, სჯობს კვლავ ,,ანონიმკები,, ჯღაპნო და ღარიბაშვილის მასშტაბის ფიგურებისგან თავი შორს დაიჭირო”

კაცი, და მით უფრო ჟურნალისტი უნდა აცნობიერებდეს რისი თქმა მოსულა და რისი არა პატიმრობაში მყოფ ადამიანთან მიმართებაში, განსაკუთრებით მასთან, ვინც ამ ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრი იყო და ამ პერიოდში ერთი გადაბრუნებული სიტყვა, რომ არ წამოგცდენია მასზე. ადამიანზე, რომელიც მყარად იცავდა ქართულ ტრადიციულ და ოჯახურ ღირებულებებს, რაც ალბათ შენთვის ესოდენ მიუღებელია.

იმედია, მამუკა მდინარაძე 10 ლარზე მეტს გიხდის ადამიანების ლანძღვაში ( გარკვეულ წრეებში სწორედ მდინარაძის ბოსტნის ტროლად მოიაზრები ) და ეს რამედ გიღირს, რადგან ყველა საქციელზე ადრე თუ გვიან პასუხისგება გვიწევს და როცა პატიმარს დასცინი, შესაძლოა, თავადაც მალე პატიმარი აღმოჩნდე – საკუთარ დამკვეთებთან ერთად და მერე შენი წკავ-წკავი მთელმა საქართველომ მოისმინოს.

ერთადერთი რის გამოც ჩემი ყურადღება დაგითმე არის ის, ვისი ჯიბის ჟურნალისტიც ხარ და პატიმრის მიმართ ცინიკურად, რომ საუბრობ.

იმის ფონზე, რასაც კადრულობ ღარიბაშვილის მიმართ, შენი მამა-მარჩენალის ,,გაკულაკებას,, რომ დაიწყებენ პირველი შენ და შენნაირებს ააფრცქვნიან და არც აღარავის დაჭირდები, რამეთუ, ნახმარი და გადაგდებული მხოლოდ სანაგვეში ხვდება.

საბოლოო ჯამში, იმას გირჩევ, რომ საკუთარი ადგილი იცოდე.

ბიძინა ივანიშვილი თავად გაერკვევა იმ ადამიანთან, ვინც მასთან ათწლეულები იმუშავა. შენისთანა ,,პადჟიგაწელების,, და მამუკას ბოსტანის ტროლების საქმე ეს არ არის.

ასე რომ, სჯობს კვლავ ,,ანონიმკები,, ჯღაპნო და ღარიბაშვილის მასშტაბის ფიგურებისგან თავი შორს დაიჭირო.

ქეთი ხომერიკი 

,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor