
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია
ბოლო დღეებში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია. პედიატრიულ განყოფილებებში სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით მიმართვიანობამ იმატა.
,,ეიჩ ერთი ენ ერთი”, ა და ბე ტიპის ვირუსები დომინირებს ქვეყანაში. მაღალი სიცხე, ხველა და პნევმონია – ეს ვირუსული ინფექციების მთავარი მახასიათებლებია.
სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მთავარი რეკომენდაცია პირბადის ტარება და ვაქცინაციაა.
როგორც მედიკოსები ამბობენ, თუ მოზარდს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა მშობელმა დაუყონებლივ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს.
სპეციალისტების განცხადებით, ვირუსული ინფექციების პიკი ქვეყანაში დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისამდე გაგრძელდება.
ირაკლი გუნია





