• August

    15

    2024
  • 88
  • 0
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური აცხადებს, რომ შვიდი ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური აცხადებს, რომ შვიდი ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს რიცხვი უდრის ტერიტორიაზე მცხოვრები 2.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 1.7 პროცენტს. დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვები, ქალები ან მოხუცები არიან.

მიმდინარე თვეში ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ომის დროს 15 000-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს. რამდენიმე ექსპერტის თქმით, ღაზაში უშუალოდ ომის შედეგად დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნება. ადგილობრივი პირების შეფასებით, დაახლოებით 10 000 ცხედარი რჩება შენობების ნანგრევების ქვეშ, რომლებიც ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაზიანდა.

არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ ამავე პერიოდის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 92 401 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის გარდა, სატელიტური სურათების ანალიზი აჩვენებს, რომ ღაზაში შენობების თითქმის 60 პროცენტი დაზიანდა ან განადგურდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰს ყველაზე დიდი ზიანი მიადგა.

ცნობისთვის, ღაზის სექტორში ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ათასობით მებრძოლი ისრაელის სამხრეთში შეიჭრა. ისრაელის მხარის მონაცემებით, ოპერაციის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 1 200 ადამიანი, 251 კი მძევლად აიყვანეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor