
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით ევროპისკენ – ამ იდეის გარშემო დღეს მოქალაქეები ისევ გაერთიანდებიან
ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით ევროპისკენ – ამ იდეის გარშემო დღეს მოქალაქეები ისევ გაერთიანდებიან.
ზუსტად 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ,,ქართული ოცნების” დასკვნითი საარჩევნო ღონისძიება გაიმართება.
შეკრებილებს სცენიდან მმართველი პარტიის ლიდერები მიმართავენ. დედაქალაქში მმართველი პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებას უერთდებიან რეგიონებიდანაც. ასევე, დაგეგმილია ბაიკერთა მსვლელობა ზაჰესიდან.
დაგეგმილი ღონისძიების გამო რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე შეზღუდული იქნება საავტომობილო მიმოსვლა.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





